ბილაინი აბონენტებს აფრთხილებს:
„ძვირფასო აბონენტებო, ვრცელდება სარეკლამო ხასიათის ცრუ შეტყობინება, რომელიც გთავაზობთ ბილაინის გათამაშებაში მონაწილეობას.
გთხოვთ გაფრთხილდეთ და არ გახსნათ მსგავსი ტიპის შეტყობინება, იქნება ეს Facebook -ზე თუ ნებისმიერ სხვა საიტზე.
არავითარ შემთხვევაში არ შეავსოთ არაავტორიზებული კითხვარი და არ გასცეთ თქვენი პირადი ინფორმაცია. აღნიშნულ რეკლამას ბილაინი არ ავრცელებს“,_ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.