საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც მიხელ სააკაშვილი ოპოზიციას მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოიწოდეს, მმართველი პარტიის დეპუტატები ეხმაურებიან.
როგორც „გურია ნიუსთან“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რევაზ არველაძემ განაცხადა, აღნიშნული არანორმალური ადამიანის განცხადებას ჰგავს.
მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილისთვის არჩევნებში გამარჯვება უნდა მიელოცა.
„უფრო სწორი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცა. გამოეთქვა მოსაზრება, რომ ოპოზიციური პარტია მომავალშიც იბრძოლებს იმისთვის, რომ კანონიერი გზებით შეცვალოს ხელისუფლება.
ეს იქნებოდა ნორმალური ადამიანის საქციელი, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც კი, სააკაშვილისგან ნორმალური გამონათქვამები არ ისმოდა და ახლა, რატომ გააკეთებდა ნორმალურ განცხადებას?!“ _ აღნიშნა არველაძემ.