ცნობილი სიმღერის _ “კართან მოდგა შემოდგომას” ავტორი, 60-70 წლების ესტრადის ვარსკვლავი არჩილ ჩიხლაძე 84 წლის ასაკში, მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა, _ ინფორმაციას ამის შესახებ თავშესაფრის ხელმძღვანელი მერაბ შათირიშვილი ავრცელებს:
“გარდაიცვალა გამოჩენილი მომღერალი, ყველასათვის საყვარელი პიროვნება, არჩილ ჩიხლაძე. გარდაიცვალა მომღერალი, რომლის სიმღერებითაც ტკბებოდა და ტკბება ქართული საზოგადოება.გარდაიცვალა ადამიანი, რომლის ღვაწლიც ქართულ მუსიკალურ სამყაროში უკვდავია. იგი გარდაიცვალა Barbare XXI – Home For The Elderl-ში, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც ორი წლის მანძილზე გახლდათ. თავშესაფრის ხელმძღვანელობა უსამძიმრებს და უთანაგრძნობს ამ მწუხარებას, მთელ საქართველოს…”
არჩილ ჩიხლაძე მაყურებელს ცნობილი დუეტის, ცოლ-ქმარი მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების მიერ შესრულებული სიმღერებით ახსოვს. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია “კართან მოდგა შემოდგომა”, “სიყვარულის დილა”, “სიჭაბუკე”, “წლები გარბიან…”