მეათე მოწვევის პარლამენტმა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე 86 ხმით აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
კენჭისყრის წინ თალაკვაძემ პარლამენტს სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლებს კითხვის დასმისა და განცხადების გაკეთების უფლებით არ უსარგებლიათ.
ამ წუთებში, პლენარულ სხდომას არჩილ თალაკვაძე უძღვება, სადაც მიმდინარეობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციამ უარი განაცხადა.