ქალთა გაძლიერების პრინციპების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და არასმთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით განხორციელდა.
,,სიდას“ დირექტორის ზვიად დევდარიანის განცხადებით, კვლევები აჩვენებს, რომ კომპანიებში არის ხელფასების სხვაობა ქალებსა და მამაკაცებს შორის, ასევე არის დისკრიმინაციის შემთხვევები, რომელსაც სამწუხაროდ ყოველთვის კანონმდებლობა ვერ არეგულირებს.
,, კანონმდებლობა ზოგად ჩარჩოებს ადგენს ამ სფეროში, ეს მაინც ის საკითხია, რომელსაც კონკრეტულმა ბიზნესკომპანიებმა საკუთარ კომპანიებში თავად უნდა დანერგონ და განავითარონ. კვლევები აჩვენებს , რომ არის პრობლემა, არის ხელფასისი სხვაობა ქალებსა და მამაკაცებს შორის, არის ასევე დისკირიმინაციის შემთხვევები, რომელსაც სამწუხაროდ ყოველთვის კანონმდებლობა ვერ არეგულირებს, ამიტომ პასუხიმგებლიანი კომპანიები, თავადვე ცდილობენ, რომ გამართონ პროცედურები და განახორციელონ სხვდასხვა ღონისძიებები, რაც გააძლიერებს ქალებს მათ კომპანიებში“ _– აღნიშნა ზვიად დევდარიანმა
აჭარა ჯგუფის წარმომადგენლის ნინო ბართაიას განმარტებით, კომპანიამ დაიწყო მუშაობა, თავშაფარებში მცხოვრებ ქალებთან, რომლებიც გახდენ ოჯახის ძალადობის მსხვრეპლნი. მათ ეგზავნებათ სხვადასხვა ტიპის ვაკანსიები, შემდგომ მიდიან კომპანიებში გასაუბრებაზე და ხშირ შემთხვევაში საქმდებიან
,,აჭარა ჯგუფმა, ქალთა გაძლიერების პრინციპებს, ხელი ერთი წლის უკან მოაწერა და აქტიურად ჩავერთეთ ამ პროცესში. ჩვენი, ადამიანური მართვის დეპარტამენტი, მუშაობს ამ მიმართულებით, არაერთ პროექტზე. ჩვენი კომპანიის, მთავრი მიზანი იყო, განგვეხორციელებინა შემდეგი სვლა, როგორიცაა ქალთა დასაქმება. ფაქტიურად ჩვენს კომპანიაში 9 პროცენტით გაიზარდა ქალების რაოდენობა. ასევე დავიწყეთ მუშაობა, თავშაფარებში მცხოვრებ ქალებთან, რომლებიც გახდენ ოჯახის ძალადობის მსხვრეპლნი. მათ, ეგზავნებათ სხვადასხვა ტიპის ვაკანსიები, შემდგომ მოდიან ჩვენთან, ვესაუბრებით და ხშირ შემთხვევაში ვასაქმებთ. რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს რაც ჩვენ გვაქვს, ვუწევთ კოსულტაციებს, ვურჩევთ რა უნარები უნდა განავითარონ და შემდგომ შეძლონ დასაქმება ჩვენს ან სხვა კომპანიებში“ _ განაცხადა ნინო ბართაიამ.
შეხვედრაზე, 7-მა ბიზნეს კომპანიამ, რომელმაც გასულ წელს ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერბის პრინციპებს, ერთი წლის განმავლობაში განხორცილებეული აქტივობების ანგარიში წარადგინეს.