არქეოლოგებმა ერაყში აღმოაჩინეს ქალაქი, რომელიც დრონით გადაღებული ფოტოების მიხედვით, 2000 წელზე მეტს ითვლის. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქალაქი, რომელიც ერაყელი არქიტექტორების გუნდმა ბრიტანეთის მუზეუმის ექსპერტი არქეოლოგების ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ალექსანდრე დიდის მიერ იყო დაფუძნებული.
გავრცელებული ცნობით, არქეოლოგები აღნიშნული ტერიტორიით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც CIA-ს მიერ 1960 წელს სატელიტით გადაღებული ფოტოები გასაჯაროვდა, სადაც შენობების კონტურები ჩანს.
გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგებმა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე ბერძნული მონეტები და ბერძნულ-რომაული ღვთაებების ქანდაკებები აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, „ისლამურმა სახელმწიფომ“ პროპაგანდული მიზნების გამო ისტორიული ადგილები გაანადგურა, მათ შორის უძველესი ასურეთის ქალაქი ნევა და პალმირაში მდებარე ბაალშამინის ტაძრის დიდი ნაწილი.