ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეხანძრე-მაშველები სხვადასხვა კერებზე უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
ოზურგეთის რაგბის კლუბი „არწივები“ მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს ხანძრის ჩამქრობ სამუშაოებში.
„სახანძრო სამსახურთან შეთანხმებით, ოზურგეთის რაგბის კლუბი “არწივები”, მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს მეხანძრეებს ვაკიჯვარსა და გომში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში. ჩვენი მორაგბეები და კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან დახმარებისთვის“,_ წერია რაგბის კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.