27 მარტს, ქალაქ ოზურგეთში, “ზვანი არენაზე” შედგა საქართველოს რეგიონული ჩემპიონატის რაგბში ბოლოსწინა კალენდარული მატჩი. “არწივები“ მასპინძლობდა უშუალო კონკურენტს და “უხერხულ მეტოქეს”_ ფოთის „კოლხ რაინდებს“.
კლუბის ხელმძღვანელის, თენგიზ კალანდაძის თქმით, “არწივების“ არსებობის ისტორიაში ეს იყო ამ გუნდის წინააღმდეგ „არწივების“ პირველი გამარჯვება: “როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ტრავმებისა და ავადმყოფობის გამო, „არწივებს“ აკლდა ძირითადი შემადგენლობის ხუთი მოთამაშე. მიუხედავად ამისა, უკლებლივ ყველა მოთამაშემ მაქსიმუმი ჩადო გამარჯვებაში. ორთავე ტაიმი მიმდინარეობდა ჩვენების უპირატესობით, მათ მოიპოვეს დამსახურებული გამარჯვება ანგარიშით 14:8 დაასრულეს მატჩი, გახდნენ ერთპიროვნული ლიდერები და ერთი ტურით ადრე მოიპოვეს პლეიოფში თამაშის უფლება.
ცუდი ამინდის მიუხედავად, ჩვენს გუნდს არ აკლდა გულშემატკივართა მხარდაჭერა.ოზურგეთის ცენტრალური უნივერმაღის დირექტორის ბატონი ოლეგ გობრონიძის მიერ დაწესებული იყო პრიზი ორივე გუნდის საუკეთესო მოთამაშისათვის. პრიზი გადაეცა „არწივების“ ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს გიორგი კალანდაძეს“, _ ამბობს კალანდაძე.