„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და აგრეთვე, სადამკვირებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხი მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ამ სტანდარტით საქართველოში ასეთი არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს“, _აღნიშნა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა..
მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და მასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„ვულოცავ საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით, საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე, ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე“, _აღნიშნა პრეზიდენტმა.