ვაშინგტონში, უკრაინისთვის რუსული მხარის მხარდამჭერთა წინააღმდეგ საბრძოლველად, იარაღის გაგზავნის შესახებ აქტიურად მსჯელობენ. აღნიშნული განცხადება BBC-ის ცნობით, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ უოლკერმა გააკეთა.
კურტ უოლკერის თქმით, უკრაინის სამთავრობო ძალების შეიარაღებამ, შესაძლოა, მოსკოვის მიდგომა შეცვალოს.
მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი პროვოკაციული იქნება.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ორივე მხარეს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოუწოდა.
“თავდაცვითი იარაღი, მაგალითად, ტანკები, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას თავი დაიცვას, რუსეთის საფრთხის შესაჩერებლად დაეხმარებოდა”, _ ამბობს უოლკერი.
“მე არ შემიძლია გავაკეთო პროგნოზი, თუ რა გადაწყდება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა რუსეთის პროვოკაციის ან უკრაინის მიტაცების უკან დახევა”, _ დასძინა მან.
მისივე განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარება წარმატება იქნება, რისთვისაც რუსეთთან ახალი სტრატეგიული დიალოგია საჭირო.
როგორც ცნობილია, უოლკერი ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი იყო ნატოში და უკრაინაში აშშ-ს წარმომადგენლად ამ თვის დასაწყისში დაინიშნა.
გაეროს ცნობთ, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად 10 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო 1.6 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია.
როგორც ცნობილია, უკრაინაში კონფლიქტი 2014 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც რუსეთმა ყირიმის კუნძულის ანექსია მოახდინა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 2015 წელს მინსკში შედგა, მაგრამ პირობები არ სრულდება.
გასულ კვირას უკრაინის სამხედრო სამსახურმა განაცხადა, რომ დონეცკის ჩრდილოეთით დაბომბვის შედეგად 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
3 უკრაინელი ჯარისკაცი კი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა.