აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Novartis-ს კორონავირუსის სამკურნალოდ კლინიკური კვლევების ჩასატარებლად ანტიმალარიული პრეპარატის ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენების ნებართვა მისცა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.
გავრცელებული ცნობით, კვლევაში ვირუსით დაინფიცირებული 440 პაციენტი მიიღებს მონაწილეობას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ექსპერიმენტის შედეგები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ საავადმყოფოებში უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ქლოროქსინისა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაუშვა.