ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ყოველდღიური პრესკონფერენციის გახსნისას განაცხადა, რომ აშშ ღრმად არის შეშფოთებლი ისრაელსა და ღაზაში ვითარების გამწვავების გამო.
„ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი და უპასუხოს სარაკეტო შეტევებს. პალესტინელ ხალხს ასევე აქვს უსაფრთხოების უფლება, ისევე როგორც ისრაელის მცხოვრებლებს.
ჩვენ ყველას მოვუწოდებთ თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ”, – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.