ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ძლიერმა წყალდიდობამ ავტომობილები წაიღო.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველებს გაუჭირდათ დატბორილ სახლებთან მიახლოება ადამიანების გამოსაყვანად.
როგორც ცნობილია, მსგავსი წყალდიდობა მერილენდში 2 წლის წინაც მოხდა.