აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილის ზოოპარკში კორონავირუსით თოვლის ლეოპარდი დაინფიცირდა.
ზოოპარკში აცხადებენ, რომ კორონავირუსზე კიდევ 2 ლეოპარდის, კიმტისა და მერუს ტესტების პასუხებს ელოდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ლეოპარდს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს, თავს კარგად გრძნობენ და ზოოპარკი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება.