გიორგი გახარიას მიერ თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი სახე და ერთ დროს “ოცნების” მაღალჩინოსანი ალექსი პეტრიაშვილი ეხმაურება.
ის ფეისბუქზე წერს, რომ ახლა ხელახალი არჩევნების დანიშვნა მმართველი გუნდის მხარდამჭერთა ინტერესებშია.
“მგონი აწი ოცნების ამომრჩევლის უმრავლესობამ უნდა მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები”, – წერს პეტრიაშვილი.