https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აუდიტის დასკვნა, რომელსაც პროკურატურა სწავლობს

10:04; 26.04.2018
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენიმე დღის წინ ნუგზარ ცინცაძის, იგივე “ცანცუას” სკანდალურად ჩავლილი პრესკონფერენციის შემდეგ, ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ცინცაძის ქმედება აგონიაში მყოფი ადამიანის საქციელად შეაფასა და თქვა: “იგი 2015-2017 წლებში დირექტორის მოადგილე იყო ა(ა)იპ “ტექსერვისში”, სადაც ჩვენმა აუდიტის სამსახურმა სერიოზული ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. შესაბამისად, აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადავეცი. თავიდან რომ აეცილებინა აუდიტის დასკვნაში გაჟღერებული ბრალდებები, ის ბინძური საქციელით ეცადა, რომ ყველაფერი ჩვენკენ გადმოემისამართებინა. ის ცდილობს, პოლიტიკური საფუძველი დაუდოს მიმდინარე პროცესებს. ველოდებით გამოძიებას, როგორც მსაჯის საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ზემოთ ნახსენებ ა(ა)იპ-ში გამოვლენილ დარღვევებზე, რომელიც ნათელს მოფენს ყველაფერს”.

მერმა აქვე ისიც დასძინა, რომ თუ ცინცაძე შემდგომში გააგრძელებდა იმავე საქმიანობას, რასაც ყოფილ ა(ა)იპ-ში ანუ “ტექსერვისში” აკეთებდა, მაშინ მისი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგებოდა დღის წესრიგში.

მერის საუბრებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ისმის კითხვა, თუ ნუგზარ ცინცაძის საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს, მაშინ რატომ დანიშნა იგი თავად სარიშვილმა უკვე გამსხვილებული ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილედ. უფრო მეტიც, რას ნიშნავს _ “თუ ასე გააგრძელა”?! გამოდის, რომ ადრე აშავებდა და ახლა თუ ჭკვიანად იქნება, ყველაფერი შერჩება?!

მეორეს მხრივ, საკითხავია ისიც, რომ, როცა “ცანცუას” ბრალეულობა ჯერ ოფიციალურად არ დადგენილა და ხომ არ დაარღვია მერმა საჯაროდ გაკეთებული განცხადებით უდანაშაულობის პრეზუმპცია?

როგორც არ უნდა იყოს, პროცესები ვითარდება ისე, რომ პროკურატურა ლანჩხუთის მერიის შიდა აუდიტის დასკვნას სწავლობს და ჯერ არაფერია ცნობილი. “გურია ნიუსი” შეეცადა აღნიშნული აუდიტის დასკვნის გაცნობას და საჭირო დოკუმენტაციის გამოსათხოვად წერილობით მიმართა მერიას. იქედან კი პასუხად უარი მივიღეთ. მერია ინფორმაციის არგაცემის მიზეზად ასახელებს, რომ იგი პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. იქვე მითითებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტი შემდგომი რეაგირებისთვის ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაშია გადაგზავნილი.

აუდიტის აღნიშნული დასკვნა, რომელიც 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლით, “ტექსერვისის” საქმიანობას მოიცავს, “გურია ნიუსმა” მაინც მოიპოვა და შეეცადა, მკითხველისთვის ისე მიეწოდებინა, რომ მასში შეძლებისდაგვარად ნაკლებად ყოფილიყო პერსონალური მონაცემის შემცველი ინფორმაცია.

რაც შეეხება უშუალოდ დასკვნას, როგორც მასშია ნათქვამი, “ტექსერვისი”, რომელიც 2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, თავდაპირველად შვიდ-შვიდი საშტატო ერთეულისა და შტატგარეშე თანამშრომლით იყო დაკომპლექტებული, თუმცა, 2015 წლიდან საშტატო ერთეული _ სამით, ხოლო შტატგარეშე _ თვრამეტი ერთეულით გაიზარდა. ამავე წელს ა(ა)იპ-ის დაფინანსება თავდაპირველად 160 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა, წლის განმავლობაში ბიუჯეტის კორექტირება 12-ჯერ გახორციელდა და საბოლოოდ ბიუჯეტის მაჩვენებელმა 204 500 ლარს მიაღწია.

შიდა აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ყველა საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ადგილი აქვს გეგმიურ და დარიცხულ ხელფასებს შორის თვეების მიხედვით სხვაობებს, ასევე, სხვადასხვა მუხლებში გადანაცვლებებსა და გადახარჯვებს, რაც წლის ბოლოსთვის გამოსწორებულია. ასევე, ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს საბუთების არასწორად, უხარისხოდ ან არასრულყოფილად ატვირთვას ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ელექტრონულ სააგენტოს საიტზე. მაგალითისთვის, როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, ხელშეკრულება #115 შპს “სხივთან” შედგენილია 20.02.15 წელს, 4 500 ლარზე, სააგენტოს საიტზე კი ხელშეკრულება 1 010,50 ლარზეა ატვირთული.

არის შემთხვევა, როცა ხელშეკრულება შედგენილია ერთ ფიზიკურ პირზე, ხოლო ხელმომწერად დაფიქსირებულია სხვა ინდმეწარმე. გარდა ამისა, ერთ-ერთი ხელშეკრულებით ფიქსირდება, რომ ხელშეკრულება ინდმეწარმესთან გაფორმებულია 88 ლარზე, სასაქონლო ზედნადებში 136 ლარია ნაჩვენები, თანხაც 136 ლარია გადახდილი, ხოლო მიღება-ჩაბარებაში 88 ლარია მითითებული.

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, “დარღვევებია ტრანსპორტის მომსახურების მუხლშიც. კერძოდ, საწვავის ჩამოწერისა და ტრანსპორტის მომსახურებისას, ავტომობილის საგზურში არ არის აღნიშნული მგზავრობის მიზნობრიობა, გასვლისა და დანიშნულების ადგილი, კილომეტრაჟი, დღიური გარბენა. მიმოსვლაზე არ არის კონკრეტული მარშრუტის ბრძანებები დაწერილი, რაც ქმნის საწვავისა და ტრანსპორტით მომსახურების თანხის არადანიშნულებისამებრ გამოყენების სერიოზულ წინაპირობას. 2015 წელს სულ დახარჯულია 9 296,84ლიტრი საწვავი, თანხით 14 765,74 ლარის”, _ წერია დასკვნაში, რომელიც 2015 წელს მოიცავს.

რაც შეეხება მომდევნო 2016 წელს, როგორც აუდიტის დასკვნაშია მითითებული, ა(ა)იპ-ის დაფინანსება, თავდაპირველად 400 ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა, წლის განმავლობაში ბიუჯეტში კორექტირება შვიდჯერ შევიდა და საბოლოოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებულმა დაფინანსებამ 403 305 ლარი შეადგინა.

“2016 წელს შვიდი შტატგარეშე მომუშავე საშტატო ერთეულში იქნა გადაყვანილი და საშტატო ერთეული განისაზღვრა 17 ერთეულით, ხოლო შტატგარეშე გაიზარდა 18 ერთეულით. ზრდა ხორციელდებოდა ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, არამიზნობრივად გაზრდილი ბიუჯეტის საფუძველზე (ამის მაგალითია ის ფაქტიც, რომ თანამშრომლის უფასო შვებულებაში გასვლისას, მოყვანილი იქნა ახალი პიროვნება, როცა ამის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა. ხოლო თანამშრომლის უფასო შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ახალი პიროვნება ხელშეკრულებით სხვა თანამდებობაზე იქნა გადაყვანილი!)”, _ წერია დასკვნაში, სადაც, ასევე, ვკითხულობთ, რომ საბუთების ანალიზისას აღმოჩნდა, რომ ადგილი აქვს გეგმიურ და დარიცხულ ხელფასებს შორის თვეების მიხედვით სხვაობებს, ასევე, სხვადასხვა მუხლებში გადანაცვლებებსა და გადახარჯვას, რაც წლის ბოლოს გასწორებულია.

2015 წლის მსგავსად, რიგ შემთხვევაში, უხარისხოდ ან არასრულყოფილადაა ატვირთული საბუთები ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ელექტრონულ საიტზე.

“აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 30.05.16 წლის #51 ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილ იქნა ორი ცალი წყლის ტუმბო 1150 ლარად, ხოლო მისი დამონტაჟება გახორციელდა 910 ლარად. იმავე შპს-ს მიერ ხელშეკრულება #52-ის საფუძველზე. საეჭვოა ის ფაქტიც, რომ 11.02.16 წლის #14 ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირს _ გ. ბ.-ს სამი დღის განმავლობაში შესრულებული ნაძვის ხის და საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებისთვის გადაერიცხა 750 ლარი, ხოლო იგივე სამუშაოსთვის ფიზიკურ პირს _ ი. ჩ.-ს 187,50 ლარი”, _ წერია დასკვნაში. აქვე ისიცაა ნათქვამი, რომ არის შემთხვევები, როცა ხელშეკრულებებს არ ახლავს სასაქონლო ზედნადებები, არ არის მიღება-ჩაბარებისა და ინსპექტირების დასკვნებში ნაჩვენები, თუ ვისთვის ან რისთვის იქნა შეძენილი აღნიშნული საქონელი.

არის შემთხვევები, როდესაც შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა საკმაოდ დიდია, ამ დროს კი ხელშეკრულების გაფორმებისა და შესრულებული სამუშაოს თარიღები ერთი და იგივეა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მსგავსად, მასობრივი ხასიათი აქვს დიდი ოდენობით რკინის საკეტების, ბოქლომების, ნიჩბების, ნაჯახების, ჩაქუჩების, ხელთათმანების შეძენის ფაქტებს (4640 ლარი). შეძენილია 3 064 ლარს ინვენტარი, თუმცა, არ მომხდარა მათი პიროვნებებზე პროპორციულად ჩაბარება. საწყობში მიღებისა და ექსპლუატაციაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტის გარეშე, ექსპლუატაციაში გადაცემისას მყისიერად გახორციელდა 51 221 ლარის მატერიალური მარაგების ჩამოწერა, რაც არასწორია.

საფუძვლიან ეჭვს ბადებს, ყოველგვარი ხელშეკრულების გაფორმების, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ აქტის გარეშე, მხოლოდ 27.12.16 წლის ბრძანების საფუძველზე ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გამოწერილი 10 თანამშრომელზე 6 250 ლარის რეალობა”, _ წერია დასკვნაში, სადაც, ასევე, ნათქვამია, რომ 2016 წელს სამსახურს დარღვევები აქვს ტრანსპორტის მომსახურების საქმეში.

ამავე დასკვნით ცნობილი ხდება, რომ “ტექსერვისმა” რეკლამისთვის 2016 წელს 400 ლარის, ხოლო 2017 წელს 250 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთთან, თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ წარმოადგინა დამადასტურებელი საბუთი, თუ რა სახის რეკლამა განათავსა გაზეთში.

აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2017 წლის ცხრა თვეს მოიცავს, ა(ა)პ-ის ხელმძღვანელობა არაეფექტურ და უყაირათობა მუშაობაშიცაა დადანაშაულებული:

“მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, გაიზარდა ტრანსპორტის ხარჯი 10 057 ლარით, ხოლო არასაშტატო მოსამსახურეთა სახელფასო ფონდის შემცირების მიუხედავად, თანამშრომელთა შემცირება არ გახორციელებულა, პირიქით, სექტემბერში ორი პიროვნება იქნა აყვანილი ხელშეკრულებით. სწორედ, ასეთი მენეჯმენტის, ფინანსური მართვის და კონტროლის ადეკვატურობის, შეუფასებლობის, გამოყოფილი დაფინანსების არაეფექტური და უყაირათო ხარჯვის, დაკისრებული მოვალეობისადმი არაკვალიფიციური მიდგომის შედეგი გახდა 12 თვის ბიუჯეტის ხარჯის ცხრა თვეში ამოწურვა”, _ წერია დასკვნაში.

ამასთან იკვეთება, რომ წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვებისას შესყიდვების ელექტრონულ საიტზე უხარისხოდ, არასრულყოფილად არის ატვირთული რიგი ხელშეკრულებები, ატვირთულ ხელშეკრულებებზე არ არის მიკრული სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები, ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტებთან ერთად.

დასკვნაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარებისა და ინსპექტირების დასკვნებში არ ფიქსირდება სად, როდის ან რა დროის განმავლობაში გახორციელდა ესა თუ ის სამუშაო.

გარდა ამისა, წერია, რომ 2017 წელსაც, ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა საქონლის შეძენა ან სამუშაოს შესრულება. მიღება-ჩაბარებებსა და ინსპექტირების დასკვნებში კი არ არის დაფიქსირებული ვისთვის ან რისთვის იქნა შეძენილი აღნიშნული საქონელი, ან სად და როდის გახორციელდა აღნიშნული სამუშაო.

შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, სამსახურმა 2017 წლის ცხრა თვეში 34 582,99 ლარის ღირებულების 19 754,65 ლიტრი საწვავი მოიხმარა, რაც, ამ დასკვნის მიხედვით, საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელია და აუდიტს კითხვის ნიშნებს უჩენს.

აქვე მითითებულია, რომ ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გენერატორის ფუნქციონირებისთვის 14 352,50 ლარის ღირებულების 8 055 ლიტრი დიზელის საწვავი გახარჯული, ხოლო ადგილზე მოქმედი გენერატორისთვის 1 350 ლიტრი ბენზინი, რომლის ღირებულებამაც 2 326, 50 ლარი შეადგინა, რაზეც აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ამ შემთხვევებში, არ არის დაფიქსირებული გენერატორების მუშაობის გრაფიკი, მითითებული არაა რამდენია წვა ერთ საათში და რამდენია საათობრივი წვის ნორმა.

“როგორც წინა წლებში, მასობრივი ხასიათი აქვს საკეტების, ხერხების, ნაჯახების, ბოქლომების, ნიჩბების, ჩაქუჩების შეძენას, 2017 წლის ცხრა თვეში საწყობში მიღებისა და ექსპლუატაციაში გადაცემის დოკუმენტი გარეშე, ექსპლუატაციაში მყისიერად გახორციელდა 41 289 ლარის მატერიალური მარაგების ჩამოწერა, რაც არასწორია”, _ ნათქვამია დასკვნაში, რომელიც მერიამ შესასწავლად ოზურგეთის პროკურატურას გადაუგზავნა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:20; 26 თებერვალი, 2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25 თებერვალი, 2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25 თებერვალი, 2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25 თებერვალი, 2026
ფინანსები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

15:47; 24 თებერვალი, 2026

მოახლოებულ ხვნა-თესვის სეზონი და გასაჭირში მყოფი მოსახლეობა

"ეტყობა მანამდე ბებიაჩემი იყო მაგ პარტიის თავმჯდომარე და არ ვიცოდი" _ ნიკა გვარამია

ყველა სიახლე

სამართალი

ვინ დააკავეს გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე

22:15; 26.02.2026
საზოგადოება

ძველ ფერმაში სამედიცინო ნარჩენები იპოვეს – რას ამბობენ უწყებებში

21:58; 26.02.2026
სამართალი

რატომ არ ამოიღეს და დალუქეს ათონელის სასახლის ღობის ფრაგმენტები – რა გახდა ცნობილი პროცესზე

21:25; 26.02.2026
სამართალი

საია განცხადებას ავრცელებს

19:57; 26.02.2026
საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26.02.2026
სამართალი

ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

19:32; 26.02.2026
სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18:45; 26.02.2026
სამართალი

პატრულის ყოფილ ოცმეთაურს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურა 35 750ლარს გადაუხდის

18:15; 26.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება საქართველოში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება – ევროკომისიის პრეზიდენტი

18:04; 26.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26.02.2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26.02.2026
სამართალი

სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

16:59; 26.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო