ხალხი რუსთაველზე პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლას ითხოვს
მიუხედავად იმისა რომ სპეცრაზმი პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების დაშლას ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს, მოქალაქეების ნაწილი პარლამენტის...
მიუხედავად იმისა რომ სპეცრაზმი პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების დაშლას ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს, მოქალაქეების ნაწილი პარლამენტის...
ვითარება პარლამენტთან ისევ დაძაბულია. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების მიმართ წიწაკის სპრეი ისროლა. ისმის აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მიმართულებით. ისინი სკანირებენ "რუსებო, რუსებო".
სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს უშვებს.
დაძაბულია ვითარება პარლამენტთან. აქციის მონაწილეები რობოკოპებს სიტყვიერად უპირისპირდებიან. სპეცრაზმი კი მათ დასაშლელად მხუთავ აირს და წიწაკის სპრეის უშვებს.
სპეცრაზმმა აქციაზე ისევ ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
აქციაზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა. სპეციალური მოწყობილებით მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ. აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიების ზომები მიღებული.
ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას ალყაში აქცევენ. პოლიტიკოსმა ზურაბ ჯაფარიძემ ხალხს მოუწოდა, რომ მშვიდობიანად დადგნენ პარლამენტის სამივე შესასვლელთან,...
პარლამენტთან სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია გრძელდება. "დადექი სწორ მხარეს", "არა რუსულ კანონს" - ყვირიან აქციის მონაწილეები. ინფორმაციისთვის, ისინი "უცხოური გავლენების...
ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან წინ გადმოინაცვლეს და ტერიტორია დაიკავეს.
პარლამენტში, დეპუტატები "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის და ხმაურის ფონზე განიხილავენ.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved