ამ წუთებში ენმ-ს ოზურგეთის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი და სოფელ ჭანიეთის დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე ბრიფინგს მართავს.
“თითქმის ყველა უბანზე უხეში დარღვევები დაფიქსირდა. ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა დანაშაულებრივი ძალა. ის აგებს არჩევნებს. ჭანიეთში დაიკარგა 4 ბიულეტები. ნატანებში ტუალეტში ჩააგდეს ბეჭედი. ასევე, ხმის დათვლის დროს ნატანებში ჩაქრა შუქი. არ მივცემთ გაყალბების საშუალებას. აუცილებლად დაიწყება საოლქოს პიკეტირება”, _ თქვა მჟავანაძემ.