ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის ბიჭი დაიღუპა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში დილას ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ვახო ანთიძე დაიღუპა, ხოლო 10 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.