სურამში ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა, რომლის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილები ჩოხატაურელები არიან _ საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის, მიხელ უნგიაძის მეუღლე შორენა მეგრელიშვილი და მისი 5 წლის გოგონა.
“მთელი სიმძლავრით, დაუმუხრუჭებლად დაეჯახა ავტომანქანა. ყველანი შოკში ვართ”, _ გვითხრეს თვითმხილველებმა.
შორენას სამი შვილი დარჩა. ყველაზე უმცროსი 5 წლისაა – იმ პატარას ტყუპისცალი, რომელიც დღეს დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. დაკავებულია ავტომქანანის მძღოლიც.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს განსვენებულთა ოჯახს.