ცნობილმა დიზანიერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ “გურია ნიუსთან“ „გაზაფხული-ზაფხული 2018“ მოდის ტენდეციებზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს ძალიან აქტუალური იქნება წითელი, თეთრი, ღია ცისფერი ფერები.
_ პირველი რიგში, სილუეტები შეიცვალა. ოვერსაიდები უკვე აღარ არის აქტუალური და ქალის სილუეტი ძალიან გააქტიურდა. შემოვიდა გამოყვანილი სილუეტები. ფეხსაცმელები არის წვრილ ცხვირზე, წვეტიან ცხვირზე და წვრილი ქუსლით. შარვლის სათავეები მაღალია ანუ წელია გამოკვეთილი, ძალიან სექსუალურია და ქალურია. რაც შეეხება ფერთა გამას, ქსოვილები უფრო ბრჭყვიალებს ანუ სხივიანი ქსოვილებია აქტუალური. ეს არის ინდივიდუალური, ბევრმა დიზაინერმა სხვადასხვა ტონალობაში შემოგვთავაზა კოლექციებში. თუმცაღა, მაინც გამაერთებელი ფერებია: კარგი წითელი, თეთრი, ღია ცისფერი და რა თქმა უნდა, შავი, რომელსაც ვერასოდეს გავექცევთ. ფეხსაცმელების სინაზემ გამოიწვია ის, რომ შეგვიძლია, ის ფერში ვათამაშოთ სხვადასხვა სიგრძის ქვედა ბოლოებთან, მაგრამ ყველაზე აქტუალური მუხლის ქვემოთ სიგრძეა მაღალსათავიანი ქვედა ბოლოებით.
_ ახალი წლის დღეებში რა გვირჩევთ, რომელი ფერებია აქტუალური?
_ ეს უფრო ჰოროსკოპის თემა არის. რაც შეეხება მოდას, ის არ იქმნება ახალი წლისთვის ცალკე. ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანს ეცვას თავისი ტანსაცმელი, რაში თავს ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს. რა თქმა უნდა, ვურჩევ ყველას ნათელ ფერებში შეხვდეს ახალი წელს, მაინც დადებითი აურა დომინირებდეს. კარგი იქნება ბრჭყვიალა მასალებით შექმნილი აქსესუარები. დღესასწაული მაინც წითელთან, ოქროსფერთან და ვერცხლისფერთან ასოცირდება. ასე რომ, თუ ამის სურვილი გვაქვს, შეგვიძლია გავრისკოთ და ვიბრჭყვიალოთ, როგორც ახალი წელი და ვიყოთ ბოლომდე დღესასწაულში.
_ საუბრის ბოლოს შეგიძლიათ მიულოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი საქართველოს და თქვენს საყვარელ რეგიონს, გურიას.
_ ყველას, მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და ყველა პრობლემის დაძლევას. ყველამ ვიყვიროთ, რომ ბედნიერი ვართ და ეს აუცილებლად ახდება. რაც შეეხება გურულებს, მუდამ გვქონოდეს ის იუმორი, რომლითაც ვართ ცნობილები. დარწმუნებული ვარ, ამას ვერასდროზე დავკარგავთ. იმიტომ, რომ ეს არის ის ხიბლი, რაც დღემდე მოგვყვება და ასე იქნება დაუსრულებლად. მე დღემდე ვუყვარვარ საზოგადოებას ენაკვიმატობით, რაც დადებითი განწყობის შესაქმენლად პირველია.