რუსთავი–თბილისის ავტომაგისტრალზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს მომხდარზე ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, თუმცა, “მთავარი არხის” ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა თეთრი ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანიდან დიდი რაოდენობით ფული და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.