ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთში მე-4 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე გოგებაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მინი-მოპედით მოძრავი ახალგაზრდა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.
მძღოლი ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.