თბილისი-წყნეთის გზაზე რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამიოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-წყნეთის გზაზე. ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. “გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება“,_ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.