რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.
თვითმხილველების თქმით დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხიდიდან მდინარეში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ავტომანქანის მგზავრი, 32 წლის გ.ჟ.
როგორც გვითხრეს მძიმეა მძღოლის მდგომარეობაც, რომელიც “ავერსის” კლინიკაშია გადაყვანილი.
შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული მანქანაში მყოფ კიდევ ორ ახალგაზრდას.
ადგილზე ამ წუთებში ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებიან.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით.