დიეტის შემადგენლობაში აზიისთვის დამახასიათებელი კერძები შედის: ბრინჯი, ატრია, პური, ფეტვი, სიმინდი, მარცვლეული პროდუქტები, დიდი რაოდენობით ხილი,
ბოსტნეული, პარკოსნები, ნიგოზი და მცენარეული ზეთი – ამ ყველაფრის მირთმევა ყოვედლღიურად შეგიძლიათ, მაგრამ ზომიერად. კვირაში მინიმუმ ორჯერ უნდა მიიღოთ თევზი ან ზღვის პროდუქტები. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ კვერცხის, ფრინველის ხორცისა და დესერტის მირთმევის. წითელი ხორცის მიღება დაშვებულია თვეში ერთხელ. უნდა დალიოთ დღეში 6 ჭიქა წყალი და ჩაი. ალკოჰოლი შეიძლება მიიღოთ მხოლოდ ძალიან იშვიათად.
დიეტის ავტორების რჩევით დასაწყისში უპირატესობა მიანიჭეთ ბრინჯს, ატრიას, პურსა და მარცვლეულ პროდუქტებს. ასეთი საკვები შიმშილის გრძნობას არ დაგიტოვებთ. ნუ დაგავიწყდებათ ატრიასა და ბრინჯის წვნიანები, მსგავსი კერძები სწრაფად შეავსებს კუჭს და შესანიშნავად და კარგად ანაყრებს. თანდათან გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა რაციონში. რამდენიმე კვირის მანძილზე ატრიას რაოდენობა შეამცირეთ და გაზარდეთ ბოსტნეულის რაოდენობა.
პირამიდის შემქნელთა მონაცემებით, აზიური ქვეყნების მოსახლეობა, რომლებიც მოცემულ წესებს ითვალისწინებენ, უფრო ნაკლებს იწონიან, ვიდრე მათი დასავლელი კოლეგები. გახდომის ეფექტი იმ პროდუქტების ხარჯზე მიიღება, რომლებიც დიდიხნით ანაყრებს – მარცვლეული, პარკოსნები, ატრია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – სანელებლები, რომელთა გარეშე აზიური სამზარეულო წარმოუდგენელია და რომლებსაც მეტაბოლიზმის დაჩქარება შეუძლიათ. არ უნდა დაივიწყოთ აქტიური ცხოვრების წესი: ნახშირწყლების წყალობით ყოველთვის გექნებათ ძალა სავარჯიშოდ.