„გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულად ცნო. შეიცვალა საქმის კვალიფიკაციაც და გამოძიებას უწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გააგრძელებენ“, _ ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.
დაზარალებულად ცნეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე, შეიცვალა კვალიფიკაციაც. 143 მუხლს დაემატა 115-ე მუხლის პირველი ნაწილი, თვითმკვლელობამდე მიყვანა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, – თქვა მიხეილ რამიშვილმა.
ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტისა და სამხარაულის ბიუროს დასკვნას ელოდება.