ბოდიში, 14 წლის გაუპატიურებულო და მკვდარო გოგო, მაგრამ დღეს საღამოს პოლიტიკური თოქ შოუები შენზე არ ილაპარაკებენ, _ ამის შესახებ უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“მათ სინოდის სხდომა აინტერესებთ, კიდევ ქვეშაჯვია პოლიტიკური პარტიები აინტერესებთ, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, შევიდნენ თუ არ შევიდნენ პარლამენტში. ბოდიში, გაუპატიურებულო ბავშვებო და ქალებო, მაგრამ თქვენ არ ხართ დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში – კაცებმა ასე გადაწყვიტეს. წვერებიან-კაბებიანი კაცების უბნელესი სხდომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი სიკვდილი. კიდევ იცეკვებენ და პერფომანსებს დადგამენ ბაიები, იდები, ნინიები, ნინოები, თამარები, მოხვდებიან ისინი ნიუსებში, მაგრამ ბოდიში, თქვენ ვერ მოხვდებით პოლიტიკურ თოქ შოუებში, რადგან პოლიტიკურ თოქ შოუებს იაგოები, ალეკოები, ზურები და გიგები უფრო აინტერესებთ და კიდევ ანაფორიანი კაცები. ბოდიში, რომ თქვენი სიკვდილი ისეთივე უმნიშვნელო და არაპოლიტიკურია, როგორიც თქვენი ცხოვრება იყო. ბოდიში!” _ დაწერა ბაია პატარაიამ.