საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბახმაროს პარკის მოწყობაზე ტენდერი გუშინ გამოაცხადა.
მგფ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინადადებების მიღება იწყება: 2020 წლის 22 ივლისს და სრულდება 2020 წლის 27 ივლისს, 15:00 საათზე.
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება: 1 373 777.00 ლარი, დღგ-ს გათვალისწინებით.
პროექტის ფარგლებში, პარკში მოეწყობა ბილიკები, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები. გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.