კურორტ ბახმაროს, სადაც ყოველ ზაფხულს ათასობით ადამიანი ისვენებს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა უკვე 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
ეს გადაწყვეტილება სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც “გურია ნიუსმა” დამსვენებლების პრეტენზიები გააცნო, რომლებიც წლებია ითხოვენ, რომ კურორტს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მომსახურებოდა.
ამ დრომდე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისაღებად ბახმაროში მყოფ ადამიანებს საათობით უწევდათ ლოდინი, რადგან ბრიგადა ჩოხატაურიდან ადიოდა.
ავთანდილ თალაკვაძის თქმით, პრობლემის მოგვარებაში დიდი წვლილი გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ შეიტანა, რომლის ძალისხმევით ბრიგადისთვის კურორტზე ოთახი გამოიყო.
ამავე თემაზე იხილეთ: რა ღირს ბახმაროში დასვენება და მარადიული პრობლემა, რომელიც “გურია ნიუსის” ჩართულობით მოგვარდა