“არტკაფე” ბახმაროში უკვე მესამე სეზონია გამოფენებს მასპინძლობს.
“არტკაფე”, რომელიც სამი წლის წინ სკოლის მოსწავლემ გახსნა, ბახმაროში ერთგვარ კულტურულ კერად ჩამოყალიბდა _ ყოველი სეზონი ახალი გამოფენით იხსნება.
წელს “არტკაფე” სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენებს უმასპინძლებს.
როგორც კაფეს დამფუძნებელმა, მარიამ ეჯიბიამ განაცხადა, ბახმაროს და გურიის რეგიონის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია მსგავსი ტიპის დაწესებულების არსებობა სადაც ნიჭიერ ადამიანებს, მხატვრებს მიეცემათ საკუთარი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვის საშუალება.
შარშან “არტკაფემ” ბახმაროში კარიკატურისტთა საერთაშორისო გამოფენას უმასპინლა.