ბათუმი-ურეკს შორის ახალი მატარებელი დაინიშნა. სარკინიგზო რეისი ბათუმი-ურეკი-ბათუმი ყოველდღე, დღეში ორჯერ შესრულდება და ბილეთის ღირებულება 4 ლარი იქნება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 300 მგზავრზე გათვლილი მატარებელი ბათუმიდან ურეკის მიმართულებით ყოველდღე 15:55 წუთზე, ასევე 19:20-ზე გავა, ურეკიდან ბათუმში კი 17:10-სა და 20:45 წუთზე დაბრუნდება. მგზავრობის ხანგძლივობა ერთ საათსა და 5 წუთს შეადგენს.
მატარებლის ბილეთის შეძენა ჩვეულებრივ ფეობოქსების აპარატებით, ვებგვერდებსა და რკინიგზის სადგურის სალაროებშია შესაძლებელი, თუმცა ბათუმსა და ურეკს შორის არსებული სადგურებიდან მატარებელში ასულ მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა ვაგონშივე შეუძლიათ.
ბათუმი-ურეკის მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტია.