,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს ოპოზიციის ლიდერის დაკავების ბრძანებას გამო“, _ ამ სათაურით BBC სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სტატიის ავტორი რეიჰან დემიტრიესი წერს, რომ შეიძლება გასაკვირი ჩანდეს პოლიტიკური ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების გამო პროტესტის ნიშნად პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მაგრამ გიორგი გახარიამ, როგორც ჩანს, გააცნობიერა მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურის ციხეში ჩასმის რისკები.
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრების გეგმების გამო და თქვა, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს “პოლიტიკური ესკალაცია”.
გიორგი გახარიამ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ თქვა: “საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს”.
ბ-ნ მელიას ადანაშაულებენ მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში, ანტისამთავრობო პროტესტის გამო, 2019 წელს.
იგი უარყოფს ბრალდებას, მაგრამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა ელის.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტვიტერში აღნიშნა, რომ მელიას დაპატიმრება “დროებით გადაიდო” მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ იგი გადადგებოდა.
რატომ იგეგმებოდა ნიკა მელიას დაკავება?
ამ კვირის დასაწყისში თბილისში, სასამართლომ ბრძანა, რომ ოპოზიციის ლიდერი უნდა დაეპატიმრებინათ გირაოს გაზრდილი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
ბატონმა მელიამ, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხელმძღვანელობს, სააგენტო ,,AFP“ განუცხადა, რომ ბრალდებები “ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების ნაწილია”.
ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო, საქართველო პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, მომიტინგეები და ოპოზიცია მართველ პარტიას ადანაშაულებსარჩევნების გაყალბებაში და ამომრჩევლის დაშინებაში. ათასობით ადამიანი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს.
საქართველოში არეულობა რუსმა დეპუტატმა გამოიცვია, როცა ის პარლამენტში შევიდა.
ბ-ნი მელიას წინააღმდეგ საქმე, სათავეს 2019 წლიდან იღებს, როდესაც ათასობით დემონსტრანტმა, საქართველოს პარლამენტის დარბევა სცადა მას შემდეგ, რაც რუსმა დეპუტატამ პარლამენტის სპიკერის ადგილი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა.
სპეცრაზმმა მათ ხელი შეუშალა შენობაში, მაგრამ ასობით ადამიანი დაშავდა.
ინციდენტმა აღშფოთება გამოიწვია, საქართველოში მოსკოვის ყოფნის გამო, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რეგიონის ომიდან თითქმის ათი წლის შემდეგ.
შეიძლება გასაკვირი იყოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა პროტესტის ნიშნად, მისი პოლიტიკური ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების გამო, მაგრამ გიორგი გახარიამ, როგორც ჩანს, გააცნობიერა უფროსი მნიშნელოვანი ოპოზიციონერი ფიგურის ციხეში ჩასმის რისკები.
ეს, მას ეწინააღმდეგება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, რომლებიც მკაცრი, უკომპრომისო პოლიტიკის დამცველები არიან, მათ სურთ ნიკა მელია კანონის უპატივცემულობის გამო დასაჯონ.
საქართველო პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაშე დგას. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა გასული ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც მათი თქმით, გაყალბდა, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს.
ამომრჩევლებს შორის არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგად საქართველოს, პირველად, კოალიციურ მთავრობა ეყოლებოდა. ამის ნაცვლად, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამო, საქართველო ფაქტობრივად ერთპარტიული სახელმწიფოა,“- წერია BBC-ის მიერ გამოქყვეყნებულ სტატიაში.