ყოველ სამ ბავშვში ერთი ტყვიით მოწამვლის მიმართ დაუცველია. ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, უნისეფისა და სუფთა დედამიწის კვლევაშია ნათქვამი.
უნისეფისა და სუფთა დედამიწის შეფასებით, შესაძლოა, დაზარალდეს 800 მილიონი ბავშვი, უმეტესობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
ცუდად გადამუშავებული ტყვიის ბატარეები, ელექტრონული ნარჩენები, სამთო და საღებავები ტყვიით მოწამვლის ძირითადი წყაროა, ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ მათი დასკვნები ძირითადად ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მონაცემების საფუძველზეა მომზადებული, რომლებმაც მოიპოვეს ათობით ათასი ბავშვის სისხლის ტესტის შედეგები მთელ მსოფლიოდან.
ექსპერტები ამბობენ, რომ ბავშვები საკვებს, სითხეს და ჰაერს 5 – ჯერ მეტად იღებენ, ვიდრე მოზრდილები. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ უფრო აღიქვან ძლიერი ნეიროტოქსინი, თუ ის წყალში ან ჰაერში გავრცელდა, სადაც ბავშვი იმყოფება.
მათი თქმით, ჩვილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათი ტვინი შეიძლება დაზიანდეს მანამდეც, სანამ ისინი სრულად განვითარდებიან, რაც იწვევს ნეიროლოგიურ, კოგნიტურ და ფიზიკურ დაქვეითებას.