კვლევის თანახმად, ბებიები და ბაბუები, რომლებიც მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდის პროცესში და ზრუნავენ მათზე, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, არიან უფრო ჯანსაღები და ნაადრევად გარდაცვალების რისკი მათში 37 %-ით მცირდება.
კვლევა გერმანიაში ჩატარდა და მასში 500-ზე მეტი 60-დან 70 წლამდე ადამიანი მონაწილეობდა. ის ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მკვლევარები მის მონაწილეებს შესაბამის ტესტს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უტარებდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების 50%-ზე მეტი, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავდნენ, 10 წლის შემდეგ ჯანსაღად და ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც არ იღებდა მონაწილეობას შვილიშვილების აღზრდაში, 50%-ზე მეტი 5 წელიწადში გარდაიცვალა, ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ბებიები და ბაბუები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ თავიანთი შვილიშვილების კეთილდღეობის საქმეში. უფრო მეტიც, ბავშვებს, რომელთა აღზრდის პროცესში მნიშვნელოვნად არიან ბებიები და ბაბუები ჩართულები, ზრდასრულ ასაკში ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემები არ აწუხებთ და უფრო გამძლეები არიან სტრესული სიტუაციების მიმართ.