კანზასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ბედნიერი ოჯახების ფსიქოლოგიას და აი, მათი კვლევების შედეგებიც:
საღამოს ტრაპეზი
ბედნიერი ოჯახის წევრები საღამოობით ერთ სუფრას მიუსხდებიან (ოვალურს ან მრგვალს), ვახშმობენ და მსჯელობენ ახალ ამბებზე, უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, ოხუნჯობენ და ა.შ. ტელევიზორს არ რთავენ და არც
სერიოზულ საკითხებს განიხილავენ. თუ ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე შეემთხვა, მხარს მთელი ოჯახი უჭერს. ერთობლივ ვახშამს ჩინებული თერაპიული ეფექტი აქვს.
ყველა მუშაობს
ბედნიერ ოჯახებში ყველა მუშაობს ან თავისი საქმითაა დაკავებული. ცოლსაც და ქმარსაც შემოსავლიანი სამუშაო აქვს. ამასთან, სტატუსსა და შემოსავლის დონეს მნიშვნელობა არ ენიჭება.
განმარტოების ადგილი
ოჯახის თითოეულ წევრს აქვს ადგილი, სადაც შეუძლია, განმარტოვდეს. ბედნიერ ოჯახებში ყველაზე მცირეწლოვანი წევრის პირად სივრცესაც კი დიდ პატივს სცემენ. სხვათა შორის, განმარტოებას განსაკუთრებით საჭიროებენ მამაკაცები. ფსიქოლოგები ამას “ბუნაგს” ეძახიან. საკმარისია სახლში ერთი ასეთი ოთახის გამოყოფა.
არ არსებობს მკაცრი წესები
ბედნიერ ოჯახებს აქვთ ის, რაც სხვა ოჯახებში დეფიციტია. ეს თავისუფლების ჰაერი გახლავთ. აქ არ არის მკაცრი წესები და ურღვევი მოვალეობები.
და ყველაზე მთავარი! – ბედნიერი ქორწინება ადამიანებს ნაადრევი სიკვდილისგან იცავს!