სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით ბათუმში საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც სომხეთის გენერალურმა კონსულმა იეღიშე სარგსიანმა ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე მეუღლესთან ერთად მიიწვია.
”საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. სომხური მოსახლეობა ოზურგეთის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ მეგობრულად და პატივისცემით ვცხოვრობთ ერთმანეთის გვერდით”, _ განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ. (R)