ბელარუსიის მართლმადიდებელი ეკლესიის ორ ეპისკოპოს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
როგორც ბელარუსის საპატრიარქოს ვებგვერდზე წერია, ინფიცირებულია მთავარეპისკოპოსი გური და ეპისკოპოსი ვენიამინი, ასევე ვებგვერდზე წერია, რომ 10 მაისამდე, მომლოცველებისთვის ერთ-ერთი მონასტერი დაიხურა, რომელსაც ნოვოგროდსკისა და სლონიმის მთავარეპისკოპოსი ხელმძღვანელობდა.
ბელსაურისის საპატრიარქოს, ინფორმაციით მღვდელმთავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სამედიცინო მაჩვენებელი გაუმჯობესდა.
რაც შეეხება მეორე ეპისკოპოს ვენიამინს, რომელიც ბორისოვსკისა და მარინოგრორსკის ეპარქიის მართველია, მას ვირუსი აღდგომის დღესასწაულამდე გამოუვლინდა და მას ექიმმა მსახურებისგან თავის შეკავება ურჩია. მისი მდგომარეობაც ამჟამად დამაკმაყოფილებელია.