ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალაზე, ცნობილი მომღერლის თინა ტერნერის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს უჩვენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თინა ტერნერის ფეისბუქგვერდზე ავრცელებენ. როგორც ცნობილი ხდება, ამ ფილმის პრემიერა ბერლინში გაიმართება.
“მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ დოკუმენტური ფილმის “თინას“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება“ , _ ნათქვამია თინა ტერნერის ფეისბუქგვერდზე.