კომპანია MICROSOFT-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის განცხადებით, სკოლების გახსნა COVID-19-ის ხანდაზმულებში გავრცელების საშიშროებას ქმნის.
,,რეალური პრობლემა ჩნდება, რადგან ინფექცია ხანდაზმულებთან კავშირში ხვდება. მაგალითად, თუ კი პედაგოგი 65 წელს გადაცილებულია, ან ბავშვი ცხოვრობს ოჯახში უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ერთად, რთულია, ბავშვისა და მოხუცების ერთმანეთისგან იზოლირება“, – აცხადებს ბილ გეითსი.
როგორც ცნობილია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, გუშინ ახალი გაიდლაინები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დატოვონ დახურული, თუ კი კორონავირუსის გავრცელება უკონტროლოა.