2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები „დ“ ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ზღვისრეთის ზონის გამარჯვებულთან და ამერიკის მეორე გუნდთან ითამაშებენ.
ავსტრალიასა და უელთან ბორჯღალოსნებს აქამდე არასდროს უთამაშიათ, მაგრამ ‘ურჩხულებს’ ტესტის გასამართად წელსვე, 18 ნოემბერს, კარდიფში ვეწვევით.
ზღვისრეთის შესარჩევს პირველი წრის შემდეგ 8 ქულით ფიჯი ლიდერობს, სამოას 4 ქულა აქვს, ხოლო ტონგას 1. მეორე წრე ამა წლის ივნისში გაიმარებთა და გამარჯვებული იაპონიის მსოფლიო თასზე ჩვენი მეტოქე იქნება.
ამა წლის ივნისში შტატები და კანადა ორ-რაუნდიან რკენაში ამერიკა1-ს გაარკვევენ, ხოლო დამარცხებული მეორე საგზურისთვის და „დ“ ჯგუფში მოხვედრისთვის სამხრეთი ამერიკის ფალავანს, სავარაუდოდ ურუგვაის შეერკინება.