ბრიტანეთის მოქალაქეებს შეიძლება ევროკავშირში 3 თვეზე მეტი ხნით დარჩენის შემთხვევაში ვიზა დასჭირდეთ. ამის შესახებ Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა უმცროსმა მინისტრმა კლემენტ ბიონმა განაცხადა.
ბიონის თქმით, ამ საკითხზე კვლავ მიმდინარეობდა მოლაპარაკება.
“რაც არ უნდა მოხდეს 1 იანვარს, ჩვენ სხვა სამყაროში ვიქნებით. ჩვენ მზად ვართ ”, – დასძინა ბიონმა.