ბრიტანეთის პარლამენტი საზოგადოებისთვის დაიკეტა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პარლამენტში ვიზიტების გაუქმების მიზეზი ორშაბათს მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი გახდა.
„ბრიტანეთი კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა და შესაძლოა, სხვა თავდასხმა გარდაუვალი იყოს“,_განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და საჯარო შენობების ირგვლივ დაცვის გაძლიერება ბრძანა.
„ტურები და სხვადასხვა ღონისძიებები დაუყონებლივ უქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში სხვა ბრძანების გაცემამდე რჩება“,_ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში 8 ივნისს არჩევნები ტარდება, რის გამოც, პარლამენტი სხდომებს ამ ეტაპზე არ მართავს.
მანჩესტერ არენაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
დიდი ბრიტანეთის შს მინისტრი: თავდასხმის სამიზნე ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ