ჩინეთის ქალაქ ნანძინში გამართულ საქორწინო კაბების გამოფენა-ფესტივალზე ჩინელმა დიზაინერებმა სრულიად უჩვეულო და ორიგინალური ნამუშევარი წარმოადგინეს .
ნეფრიტით გაწყობილი საზეიმო კაბა ფაქტობრივად მთლიანად ფარშევანგის ბუმბულისგანაა შექმნილი!
მის “შესაკერავად” 2000-ზე მეტი ფარშევანგის ულამაზესი კუდი დაიხარჯა.
კაბის ღირებულება მილიონნახევარ დოლარზე მეტია.
დიზაინერებს იმედი აქვთ, რომ საქორწინო კაბას “ახალი ჩინელები” თუ არ შეიძენენ, კარგ ფასად იქირავებენ მაინც.