გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ოზურგეთში, მეორე ტურს უხელმძღვანელებს და ის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი იქნება, ოფიციალურად არ დასტურდება.
აღნიშნული ინფორმაცია არც ოზურგეთის საარჩევნო შტაბში და არც პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში არ დაგვიდასტურეს. შტაბის პრესსამასხურის უფროსი მანანა თოკმაჯიშვილი აღნიშნავს, რომ მის მიერ პარტიის ხელმძღვანელობასთან გადამოწმებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ გახორციელებულა.
სატელეფონო ზარებს კი არც გიორგი ღურჯუმელიძე და არც მერაბ ჭანუყვაძე არ პასუხობენ.