ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ, _ ამის შესახებ news.err.ee წერს.
როგორც გამოცემა წერს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ ლატვია არ მოითმენს თავის ტერიტორიაზე ან პარტნიორებისა და მოკავშირეების ტერიტორიაზე დივერსიულ საქმიანობას.
“ჩვენი ჩეხი მოკავშირეების სოლიდარობისა და ვენის კონვენციის დარღვევის გამო, ლატვიამ მიიღო გადაწყვეტილება რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. ლატვია არ შეეგუება დივერსიულ საქმიანობას მის ნიადაგზე ან მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების საქმიანობაში“, _ განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
იგივე პოზიცია ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გააჟღერეს.
”ჩემმა ლატვიელმა და ესტონელმა კოლეგებმა, თითოეულმა გააძევეს ერთი [საელჩოს] თანამშრომელი, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა”, _ თქვა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრილიუს ლანდსბერგისმა.
“დღეს ესტონეთმა გააძევა რუსი დიპლომატი ჩეხეთის რესპუბლიკის სოლიდარობის მიზნით, 2014 წელს ვრბეტიცში მომხდარი აფეთქების შემდეგ. რუსეთის ასეთი მოქმედება არღვევს საერთაშორისო სამართალს, ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას და სტაბილურობას და მიუღებელია”, _ წერს ტვიტერზე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც დიპლომატებს აძევებენ, არ უნდა იეჭვონ, რომ რუსეთი რეაგირებს.
”ამ დიპლომატებს უკვე შეუძლიათ იმაზე ფიქრი, თუ ვინ უნდა დაიწყოს მათი ნივთების შეფუთვა”, _ თქვა ზახაროვამ.
news.err.ee წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბალტიის პირეთის ქვეყნები სოლიდარულად მოქმედებენ. ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ მუდმივად მიმართავენ სანქციებს ბელორუსის ოფიციალურ პირებს უნისონში და გასულ კვირას სამი საგარეო საქმეთა მინისტრი ერთად იმყოფებოდა კიევში, რათა გამოეხატა უკრაინის მხარდაჭერა, ხოლო რუსეთის ჯარები ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე იკრიბებოდნენ.
ცნობისთვის, 17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს
საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.