მმართველი გუნდის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი აცხადებს, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატის განხილვის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ჭკუასელი აღნიშნავს, თავადაც დაასახელა მისთვის სასურველი კანდიდატი, რომლის ვინაობის გამხელას ამ ეტაპზე არ აპირებს.
,,ყველა ჩვენი პარტიის წევრს და არაწევრსაც კი შეუძლია თავის მოსაზრება გამოთქვას და კანდიდატურა წარმოადგინოს, რასაც განვიხილავთ. პირადად მეც ჩემი ვარიანტი წარვადგინე. ვინ არის ვერ დავასახელებ. ბუნებრივია, კანდიდატი უნდა იყოს ღირსეული, რომელსაც ღირსეულად შეუძლია წარადგინოს ჩემი და თქვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარესზე, ჩვენი პრეზიდენტის ფუნქცია და მოვალეობა სწორედ ეს არის, ასეთი ადამიანი საქართველოში საკმაოდ ბევრია, შერჩევა არის საჭირო“,_განაცხადა ჭკუასელმა.
ცნობისთვის, როგორც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასახელდება.