ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში WHO-ს დახმარება მრავალმხრივი თანამშრომლობის და გლობალური სოლიდარობის ნიშანია“, – წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ჰუა ჩინინგი სოციალურ ქსელ ,,twitter“-ზე.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინინგი აცხადებს, რომ ჩინეთის ახალი გადარიცხვა განკუთვნილია განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, ხოლო ეს არაა ჩინეთის მიერ WHO-ს დამატებითი დაფინანსების პირველი შემთხვევა.
მისი თქმით, ჩინეთმა 11 მარტს ორგანიზაციას 20 მილიონი დოლარი უკვე გადაურიცხა.