ჩინეთში 98 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას NYPOST ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცი ქალბატონი ჰუ ამ დროისთვის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უხანში მოხდა. ის კლინიკაში შვილთან ერთად მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს.
როგორც ცნობილია, ის პირველი მოხუცი ადამიანია, რომელმაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება შეძლო.
როგორც NYPOST იუწყება, ჯერჯერობით უცნობია როგორ მიხვდნენ ექიმები, რომ ქალი გამოჯანმრთელდა და კორონავირუსი აღარ აქვს, რადგან როგორც ცნობილია, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს COVID-19-ზე ტესტის გაკეთებისას ჯერ კიდევ პოზიტიურები არიან.
ერთ-ერთი ექიმის განცხადებით, ასეთი პაციენტების ბინებზე დაბრუნება სახიფათოა, რადგან მათ შეიძლება სხვები დააინფიცირონ.