დღეს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია ატარებს სხდომას, სადაც იხილავს არჩევნებზე კომისიის ნეიტრალური წევრების საკითხს, რომელთა რიცხვი 877-ია.
ამ სხდომაზე დასწრებას ენმ-ს წევრები ითხოვდენ, მაგრამ პოლიციამ ისინი გამოაძევა.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ანზორ ნიკოლაიშვილმა განაცხადა:
_ სხვა რამეს, რომ თავი დავანებოთ, არ მოგვცეს უფლება დავსწრებოდით სხდომას და გაგვეგო, ვინ ჰყავდათ ჩოხატაურიდან წარმომადგენელი. როგორ დაადგინეს 4 დღეში, ამ 877 კაციდან, ვინ არის სიაში შეყვანის ღირსი და ვინ არა.
ოზურგეთის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, დათო მჟავანაძის განცხადებით, ისინი ისეთს არაფერს ითხოვენ, რაც არ შეიძლება. ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც არ უნდა იყოს კომისიის შემადგენლობაში და კომპრომატირებულები არიან წინა არჩევნების დროს და როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები იყვნენ ნეიტრალურები.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კახა ასკურავამ დახია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიმართვა, რომელიც შესვლას კრძალავდა.